შრომითი მიგრაციის თემაზე ადვოკატებისთვის ტრენინგ/შეხვედრა ჩატარდა

16 ივნისი 2026

განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში ადვოკატებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე - „შრომითი მიგრაცია“.

ტრენინგს უძღვებოდნენ ექსპერტები რაისა ლიპარტელიანი და დრ. იუსტინას უსონისი (Expertise France).

შეხვედრის გახსნით ნაწილში მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და Expertise France-ის პროგრამის ხელმძღვანელმა ოდრიუს ბიტინასმა.

ტრენინგზე მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა:

  • შრომითი მიგრაციის მარეგულირებელ ნორმებში შეტანილი ძირითადი ცვლილებები;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დასაქმების ახალი წესები და პროცედურები;
  • ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ასპექტები და სხვა.

„ტრენინგებისა და სასწავლო პროგრამების დაგეგმვისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ იმ საკითხებს, რომლებიც ჩვენი წევრებისთვის პრაქტიკულად მნიშვნელოვანი, აქტუალური და საინტერესოა. ვცდილობთ, ადვოკატებს ოპერატიულად მივაწოდოთ ინფორმაცია საკანონმდებლო სიახლეებისა და სხვადასხვა სფეროში დანერგილი ახალი რეგულაციების შესახებ. ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრის თემა მონაწილეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო და სასარგებლო იქნება.“ - აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა.

შეხვედრა Expertise France-სთან თანამშომლობით, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის "ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში ჩატარდა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი