საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი, საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი და სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ქეთი თურაზაშვილი პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებს შეხვდნენ.
ასოციაციის თავმჯდომარემ ადაპტაციის პირველი ნაკადის მონაწილეებთან პროგრამის მნიშვნელობისა და უპირატესობის შესახებ ისაუბრა, მონაწილეებს კი წარმატება უსურვა.
ადაპტაციის პროგრამის თეორიული ნაწილი 4 მარტს აიღებს სტარტს და 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება