ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი და აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ჭეხანი ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის’’ კოალიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მართლმსაჯულების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. კოალიციის წარმომადგენლებმა ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს მათი საქმიანობისა და სამოქმედო გეგმის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ასევე, საუბარი შეეხო სანდო და ხარისხიანი მართლმსაჯულების სისტემის განვითარებაში ადვოკატთა ასოციაციისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონულ ჭრილში თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებულ ინიციატივებს.