შეხვედრა გორის უნივერსიტეტში

28 თებერვალი 2019

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე თორნიკე ბაქრაძე და ეთიკის კომისიის წევრი მარიკა არევაძე გორის უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდნენ და ეთიკის კომისიის საქმიანობაზე, ადვოკატის ეთიკურ ვალდებულებასა და დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე ისაუბრეს.

ეთიკის კომისიის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს თავიანთ საქმიანობა გააცნეს, აუდიტორიასთან ერთად მიმოიხილეს საინტერესო გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები. განხილულ საკითხებს შორის იყო პროფესიული ქცევის სტანდარტები ადვოკატებისთვის და ეთიკის კომისიის როლი პროფესიის დაცვაში. მომხსენებლებმა დამსწრე საზოგადოებას, ასევე, გააცნეს საქმიანობის მიმდინარე სტატისტიკა და ისაუბრეს ეთიკის კომისიის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.  

შეხვედრების ციკლი USAID-PROLoG-ის მხარდაჭერითა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით იმართება.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი