ქართული ადვოკატურის წინსვლა ევროპულ გზაზე წარმატებით გრძელდება!

21 ნოემბერი 2024

2024 წლის 21 ნოემბრის პლენარულ სესიაზე “ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოების საბჭომ“ (CCBE), რომელიც 45 ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციებსა და მილიონზე მეტ ევროპელ ადვოკატს აერთიანებს, კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიმართ და ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისათვის CCBE-ის ასოცირებული წევრის სტატუსის მინიჭებაზე. 

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ CCBE მხარს უჭერს საქართველოში ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი იურიდიული პროფესიის განვითარებას, რაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ნაჩვენები პროგრესით გარანტირებულია. 

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი მოხსენებით წარსდგა და მადლობა გადაუხადა ევროპელ კოლეგებს ქართული ადვოკატურის თანმიმდევრული და სისტემური მხარდაჭერისათვის.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია 2008 წლიდან დღემდე CCBE-ს დამკვირვებელი წევრის სტატუსით სარგებლობდა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი