ქალთა  უფლებების პრაქტიკის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა

12 სექტემბერი 2022

ქალთა უფლებები - სასამართლო პრაქტიკა და ძირითადი გამოწვევები განიხილეს ქალთა უფლებების პრაქტიკის ჯგუფის წევრებმა პრაქტიკოს იურისტებთან შეხვედრისას. 

ღონისძიებაში ადვოკატთა ასოციაციის ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის კომიტეტის და მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმების კომიტეტის წევრები, მოსამართლეები, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები და პრაქტიკოსი იურისტები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. 
შეხვედრაზე ისეთი თემები განიხილეს როგორებიცაა:
•   სამართალწარმოების მონაწილეთა კომპეტენციის გავლენა სასამართლო პრაქტიკაზე;
•  გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების შესახებ სამართალწარმოების მონაწილეთა ცნობიერების გავლენა სასამართლო პრაქტიკაზე;

ღონისძიება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი