ტრენინგი ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის კომიტეტის წევრებისთვის

31 მარტი 2023

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ადვოკატთა ასოციაციის ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგების ციკლი ჩატარდა თემებზე: 

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები;
    ექსპერტი: ანა არგანაშვილი
  • უმცირესობათა უფლებები;
    ექსპერტი: ბესარიონ ბოხაშვილი
  • დისკრიმინაციის აკრძალვა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიება;
    ექსპერტი: ლევან მესხორაძე,
  • ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა;
    ექსპერტი: მაია ბაქრაძე
  • სამართლებრივი წერა, კვლევა და ანალიზი
    ექსპერტი: ეკატერინე ლომთათიძე

ადვოკატთა ასოციაციის წევრები ექსპერტებთან ერთად აქტუალურ საკითხებს სამი კვირის განმავლობაში განიხილავდნენ. 

პროექტი ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის კომიტეტის წევრების საქმიანობის ხარისხისა და შესაძლებლობების გაზრდას ითვალისწინებს, რათა  კომიტეტის წევრებმა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროექტებსა და რეფორმებში ჩართვა უფრო აქტიურად განაგრძონ.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი