ტრენინგები - ბავშვის უფლებათა დაცვის სფეროში

12 აგვისტო 2020

მიმდინარე წლის ივლისის თვეში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესული ცვლილებების (მუხლი 5¹) შესაბამისად, 22 კასკადური ტრენინგი ჩაატარა, რომლშიც 800-მდე ადვოკატი მონაწილეობდა.

ამ დროისთვის, ტესტირების გავლის შედეგად, ბავშვის უფლებათა დაცვის სფეროში დამატებითი სპეციალიზაცია მიენიჭა 700 ადვოკატს მთელი საქართველოს მასშტაბით. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ღონისძიებების ჩატარების შედეგად, იურიდიული პროფესია მომზადებული ხვდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ახალ მოთხოვნათა ამოქმედებას.

სპეციალიზაციის შესახებ შესაბამისი ჩანაწერი ასახულია ადვოკატთა ელექტრონულ რეესტრში, რომელიც ხელმისაწვდომია ასოციაციის ვებგვერდზე - https://bit.ly/3h32Xwh 

ბავშვის უფლებებში ტრენინგები გაგრძელდება მომდევნო თვეებშიც, რომ წევრთა მაქსიმალურ რაოდენობას მიეცეს დამატებითი სპეციალიზაციის მოპოვების შესაძლებლობა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი მხარდაჭრისთვის ადვოკატთა ასოციაცია მადლობას უხდის პარტნიორ ორგანიზაციებს - USADI/PROLoG-სა და UNICEF-ს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი