ადვოკატთა ასოციაცია, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით ადვოკატებისთვის იწყებს ტრენინგების ციკლს თემაზე „მართლმსაჯულების გაძლიერება თანასწორობის გზით, სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა“.
აღნიშნული ტრენინგ-მოდული შემუშავებულია ამერიკელი და ქართველი ექსპერტის ჩართულობით და მორგებულია საადვოკატო საქმიანობის თავისებურებებზე.
ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ადვოკატის პორტალს.