საჭადრაკო ტურნირი ადვოკატებისთვის

5 მაისი 2021

საქართველოს და აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციების ორგანიზებით წევრებს შორის საჭადრაკო ტურნირი გაიმართება. 
ტურნირში მონაწილეობა შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე ნებისმიერ მსურველ ადვოკატს შეუძლია. დიდი რაოდენობის განაცხადების მიღების შემთხვევაში, მონაწილეთა შესარჩევად შეიძლება გაიმართოს შიდა კონკურსი. 


საჭადრაკო ტურნირი მიმდინარე წლის მაისის ბოლოს, ონლაინ ფორმატით გაიმართება და საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეებს მიეძღვნება. ღონისძიება საქართველოსა და აზერბაიჯანის ჭადრაკის ფედერაციების მხარდაჭერით ხორციელდება. 


ტურნირში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 2021 წლის 11 მაისამდე ბმულზე: 
https://bit.ly/3eigIba

რეგისტრირებულ პირებს ტურნირთან დაკავშირებული დეტალები დამატებით, პირადად გეცნობებათ.
გისურვებთ წარმატებას!

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი