საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასებები

12 ივლისი 2021

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების მიზნით, სამუშაო ჯგუფი დაამტკიცა. სამუშაო ჯგუფის ფორმირება ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორისა და მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმების კომიტეტის წევრთაგან განხორციელდა.

სამუშაო ჯგუფის მიერ შეფასდა ცხრა მოსამართლეობის კანდიდატი. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შეფასება განხორციელდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასაუბრებებისა და საქართველოს პარლამენტში მოსმენის პროცესის დაკვირვების, ასევე, კანდიდატების შესახებ სხვა სათანადო ინფორმაციის მოკვლევის საფუძველზე. სამუშაო ჯგუფის მიერ მოსამართლეობის კანდიდატების შეფასება განხორციელდა სამართლიანი და ობიქტური კრიტერიუმებით, წინაწარ შემუშავებული შეფასების მეთოდოლოგიის საფუძველზე.

სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული მოსამართლოების კანდიდატების შეფასების დოკუმენტი ადვოკატთა ასოციაციამ წარუდგინა საქართველოს პარლამენტს.

მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.  

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი