საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ჩიკაგო-კენტის ამერიკულ სამართლის სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, ამერიკული სამართლის სკოლის დამფუძნებელმა, რიჩარდ უორნერმა და ამერიკული სამართლის სკოლის დირექტორებმა, ქეთევან ჯელაძემ და მაია მესხმა.
გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათვის ამერიკული სამართლის სკოლაში სწავლებისთვის 15% შეღავათია დადგენილია.
მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე მასტერკლასების ჩატარებას, რომლებსაც ამერიკელი ექსპერტები გაუძღვებიან.
დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ ბმულზე.