საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ართვინის ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში კონფერენცია ჩაატარა

2 ივლისი 2025

28 ივნისს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ართვინის ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ბათუმში პროფესიათა შორის გაცვლითი შეხვედრა გამართა.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და ართვინის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ჰანდან დემირალ ალმალიმ. 

ღონისძიება ორივე ასოციაციის სტრუქტურისა და ძირითადი ფუნქციების მიმოხილვას მოიცავდა. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ადვოკატთა პროფესიული უფლებების დაცვის, ეთიკური სტანდარტებსა და საქართველო-თურქეთს შორის სამართლებრივი თანამშრომლობის საკითხები.

კონფერენცია ორივე მხარის ერთობლივ მიზნებს ემსახურებოდა, როგორებიცაა იურიდიული პროფესიის გაძლიერება, ადვოკატების დამოუკიდებლობის დაცვა და საზღვარშორისი მდგრადი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბება.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი