საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აპარატის თანამშრომლებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა

7 ოქტომბერი 2024

3-4 ოქტომბერს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამით გათვალისწინებული პროექტის "იურიდიული პროფესიისა და მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აპარატის თანამშრომლებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა თემაზე - პროექტებისა და პროგრამების მართვა.

ტრენინგის ფარგლებში ასოციაციის თანამშრომლები ყველა იმ საკითხს გაეცნენ, რომლებიც პროექტების ეფექტიანად მართვის პროცესში მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. 

ტრენინგს ტრენერი ლელა მაჩაიძე უძღვებოდა.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი