სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ დავით ახალაური აირჩიეს

12 მარტი 2019

12 მარტს  ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის არჩევაც იყო.

კომისიის წევრებმა ახალ თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს სარევიზიო კომისიის წევრი დავით ახალაური.

როგორც მოგეხსენებათ, კომისიის ყოფილი თავმჯდომარე რაჟდენ კუპრაშვილი დაინიშნა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორად. ადვოკატთა ასოციაცია რაჟდენ კუპრაშვილს კიდევ ერთხელ ულოცავს და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ფონდი

ადვოკატები

ადვოკატის პროფილი