სამშენებლო და არქიტექტურული სამართლის დარგის სპეციალიზებული ადვოკატები გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ 

21 ნოემბერი 2025

ადვოკატები, რომლებმაც ადვოკატთა დარგობრივი სპეციალიზაციის ფარგლებში, სამშენებლო და არქიტექტურული სამართლის სპეციალიზებული კურსი წარმატებით გაიარეს, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ.

სამუშაო ვიზიტი ადვოკატთა ასოციაციის, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტისა და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტის ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში შედგა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები დარგობრივი სპეციალიზაციის (Fachanwalt) სისტემასა და სპეციფიკას სიღრმისეულად გაეცნენ.

შეხვედრები გაიმართა, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტის (LMU) დირექტორთან, მიუნხენის სასამართლო 1-ში (იუსტიციის სასახლეში) - Landgericht München I (Justizpalast München), სამოქალაქო სასამართლოს მე-2 პალატის თავმჯდომარესთან – კორნელია კალერტთან (Cornelia Kallert - Vorsitzende Richterin am Landgericht), მიუნხენის პროკურატურა 1-ის (Staatsanwaltschaft München I) უფროსთან პროკურორ - თომას ციცმანთან (OStA Thomas Zitzmann), იურიდიული ფირმა Tandler & Partner-ის პარტნიორებთან და სამშენებლო სამართლის სპეციალიზებულ ადვოკატებთან.

შეხვედრებზე განიხილეს სამშენებლო სამართლის პრაქტიკის მიმართულებით არსებული გამოცდილება.

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები ასევე, დაესწრნენ სამოქალაქო სასამართლოს მე-2 პალატის მოსამართლე Mödl-ის სასამართლო პროცესებს, კერძოდ, მორიგებით პროცესს (Güterverhandlung ანუ conciliation hearing) და მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესს (Beweisaufnahme ანუ evidentiary hearing).

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებასა და გერმანულ მხარესთან აქტიურ თანამშრომლობას განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოში ადვოკატთა დარგობრივი სპეციალიზაციის სისტემის წარმატებით დანერგვასა და განხორციელებაში.

სამუშაო ვიზიტები დარგობრივი სპეციალიზაციის მსურველი ადვოკატებისთვის ეტაპობრივად, კვლავ დაიგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციამ, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტსა და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტთან პარტნიორობით, ადვოკატთა დარგობრივი სპეციალიზაციის სისტემის დანერგვა 2024 წელს დაიწყო. დარგობრივი სპეციალიზაციის სისტემა ნებაყოფლობითობის პრინციპს ეფუძნება და მიზნად ისახავს სამართლის სხვადასხვა ვიწრო მიმართულებაში ადვოკატებისთვის დარგობრივი კვალიფიკაციის მინიჭებას.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი