სამუშაო შეხვედრა სამეგრელოს რეგიონში მოღვაწე ადვოკატებთან

31 ივლისი 2020

31 ივლისს, სამეგრელოს რეგიონში მოღვაწე ადვოკატებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა თანმდევ აქტებში შესატანი ის ცვლილებების პროექტი, რომელიც ადვოკატის როლის და სტატუსის შემდგომ გაძლიერებას ითვალისწინებს, მათ შორის - ადვოკატის სტატუსის გამოყენების აკრძალვა არაადვოკატი პირისთვის, პირველი ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის წარმომადგენლობის სავალდებულობა, სასამართლო ხარჯების განაწილების სამართლიანი მოდელი, ფიზიკური პირი ადვოკატის დაბეგვრის საშეღავათო მოდელი, ადვოკატის სტაჟიორის უფლებამოსილების გაფართოება და სხვ.

შეხვედრაზე ასევე მსჯელობა გაიმართა იმ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზების შესახებ, რომელსაც ადვოკატები აღნიშნულ რეგიონში აწყდებიან.
სამუშაო შეხვედრების ციკლის ფარგლებში ადვოკატებთან შეხვედრები და კონსულტაციები გაიმართება ბათუმსა და თელავშიც. აღნიშნული სამუშაო შეხვედრების ციკლი მხარდაჭერილია USAID/PROLoG-ის მიერ.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი