14 ივლისს, გერმანიის ადვოკატთა ფედერალური პალატისა (BRAK) და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებითა და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მხარდაჭერით, კომერციული დავების განხილვის გერმანული მოდელის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე - დავით ასათიანი და გერმანიის ადვოკატთა ფედერალური პალატის აღმასრულებელი დირექტორი - ვერონიკა ჰორერი და IRZ-ის სამხრეთ კავკასიის მიმართულების ხელმძღვანელი - ფრანკ ფუპფელდი მიესალმნენ.
გერმანელმა ექსპერტებმა - დოქტორმა მიხაელ ულჩმა და დოქტორმა ფელიქს პროცოროვ-ბასტიანსმა, ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს გაუზიარეს დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ მუშაობს აღნიშნული მოდელი გერმანიაში, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.
გერმანიის ადვოკატთა ფედერალური პალატა (BRAK) და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს აღნიშნულ საკითხზე მუშაობას და განხილული მოდელის ქართულ რეალობაში შესაბამისობიდან გამომდინარე წინადადებების შემუშავებას.