სამუშაო ვიზიტი უნგრეთში

3 აპრილი 2019

ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ადვოკატთა ასოციაციის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში იმყოფება.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იურიდიული პრობონო სისტემების გაცნობის მიზნით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს უნგრეთის, ჩეხეთის და პოლონეთის ადვოკატთა ასოციაციების, ისევე როგორც არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო იურიდიული კომპანიებისა და PILnet-ის წარმომადგენლებთან.

პრობონო მიმართულების განვითარებას ადვოკატთა ასოციაციის სტრატეგიულ მიზნებს შორის პრიორიტეტული ადგილი უკავია. ამჟამად, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით უკვე მიმდინარეობს პრობონო პროექტი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირების უფასო იურიდიულ დახმარებას ითვალისწინებს. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სხვა პროექტების განხორციელებაც, რომელიც პოზიტიური სოციალური ეფექტის მომტანი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ფონდი

ადვოკატები

ადვოკატის პროფილი