ტრენინგი თემაზე - საკონსტიტუციო სამართალწარმოება: თეორია და პრაქტიკული ასპექტები

27 იანვარი 2019

გიწვევთ, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) მიერ ორგანიზებულ ორ დღიან  ტრენინგზესაკონსტიტუციო სამართალწარმოება: თეორია და პრაქტიკული ასპექტები“.

ტრენინგები გაიმართება 10-11 თებერვალს, ბათუმში ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში.

ტრენინგებს გაუძღვებიან საკონსტიტუციო სამართალწარმოების ექსპერტები, რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება საკონსტიტუციო სასამართლოში მოღვაწეობისა თუ მოსარჩელეთა წარმომადგენლობის კუთხით. კერძოდ:    საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე დასაქართველოს დემოკრატიული ინიციატივისთავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე.

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტაციო ფორმა 2019 წლის 5 თებერვლის ჩათვლით.

ტრენინგი აკრედიტირებულიასაქართველოს ადვოკატთა ასოციაციისსასწავლო ცენტრის მიერ (ტრენინგის გავლის და ტესტირების წარმატებით ჩაბარების  შემთხვევაში ადვოკატები მიიღებენ 10 კრედიტს).

როგორც ტრენინგის მიმდგინარეობისას, ასევე მისიდასრულების შემდგომ ადვოკატებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ უფასო კონსულტაცია სარჩელის მომზადებასა და სხვა კონსტიტუციურ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სტრუქტურა და უფლებამოსილებანი;
  • საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი, განსჯადობა, საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრინციპები და საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილენი;
  • საკონსტიტუციო სამართალწარმოების დაწყება და საქმეთა განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტა; საქმეთა დასაშვებობის კრიტერიუმები;
  • ნორმატიული აქტის ცნება - საკანონმდებლო და სასამართლო განმარტება.
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ადგილი სასამართლო სისტემაში; საერთო სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნა;
  • მთავარი სხდომა და საქმის არსებითად განხილვისა და გადაწყვეტის წესი;
  • საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული აქტები და მათი აღსრულების წესი. გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება.

 

დეტალური ინფორმაცია:

  • ტრენინგის ჩატარების თარიღი: 10-11 თებერვალი
  • ტრენინგის ჩატარების დრო: 10:00 დან 16:45 საათამდე
  • ტრენინგის ჩატარების ადგილი: ბათუმი, სარაჯიშვილის . 22
  • რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2019 წლის 5 თებერვალი.
  • ტრენინგში მონაწილეობა უფასოა.

ტრენინგისთვის შეირჩევა 25 მონაწილე.

ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ელ.ფოსტა: mkapanadze@gdi.ge

Facebook: https://www.facebook.com/gdi.ge

მობილური: 598823201- მარი კაპანაძე (პროექტის კოორდინატორი)

ტრენინგები ხორციელდება ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ფონდი

ადვოკატები

ადვოკატის პროფილი