ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი პროფესიული ეთიკის კლინიკის სტუდენტებისთვის სასწავლო კურსი ჩატარდა. სასწავლო პროცესს ასოციაციის ეთიკის კომისიის აპარატის იურისტი, თამარ ხუბულური უძღვებოდა.
10 კვირიანი კურსის ფარგლებში სტუდენტები ადვოკატის პროფესიული ეთიკის საკითხებს გაცნენ, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახის დისკუსიებსა და იმიტირებულ პროცესებში. ასევე, სტუდენტები გაეცნენ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადების სპეციფიკას.
კურსის დასკვნით, შემაჯამებელ იმიტირებულ პროცესს ეთიკის კომისიის თავმჯდომარე - კონსტანტინე გელაშვილი და კომისიის წევრი - ეკატერინე მაჭარაშვილი დაესწრნენ და სასწავლო კურსი შეაჯამეს.
ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კლინიკა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას მომდევნო სემესტრიდან კვლავ განაახლებს. პროექტი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.