პროფესიული ადაპტაციის პროგრამის კურსდამთავრებულებმა ადვოკატის ფიცი დადეს

8 ნოემბერი 2022

8 ნოემბერს, ადვოკატთა ასოციაციაში ახლად გაწევრიანებულ ადვოკატთა ფიცის დადების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ადვოკატთა ასოციაციას კიდევ 180 წევრი ადვოკატი შეემატა.
ცერემონიის ფარგლებში, პროფესიული ადაპტაციის პროგრამის კურსდამთავრებულებმა ადვოკატის ფიცი ოფიციალურად დადეს.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა ახალ წევრებს ადვოკატის პროფესიაში შესვლა მიულოცა და ფიცის დადების დამადასტურებელი სერთიფიკატები,  სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად გადასცა.

ადვოკატთა ფიცის დადების ოფიციალურ ცერემონიას საფუძველი 2020 წელს ჩაეყარა. ღონისძიება ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით ჩატარდა.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი