პირველი საზაფხულო სკოლა მედიაციაში იწყება!

1 სექტემბერი 2025

ადვოკატთა ასოციაცია, მედიატორთა ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, აშშ-ის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით იწყებს პროექტს - პირველი საზაფხულო სკოლა მედიაციაში.

პროექტის მიზანია ადვოკატთა ასოციაციაში ახალგაწევრიანებული ადვოკატებისათვის მედიაციასთან დაკავშირებული, როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება. სკოლის წარმატებით დასრულების შემდგომ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სარეგისტრაციო განაცხადების მიღება 2025 წლის 08 სექტემბრამდე გაგრძელდება და მონაწილეობისა და სარეგისტრაციო განაცხადის შევსების უფლება აქვს ადვოკატს, რომელიც:

  • არ არის მედიატორი;
  • არ აქვს გავლილი ტრენინგი მედიაციის შესახებ, და
  • არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი 2020 წლიდან.  

საზაფხულო სკოლა 2025 წლის 19-21 სექტემბერს, ბორჯომში ჩატარდება. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
მონაწილეები პირველადი რეგისტრაციის პრინციპის საფუძველზე შეირჩევიან და შერჩევასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს აშშ-ის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა (CLDP).

დამატებით დეტალები ეცნობებათ მხოლოდ შერჩეულ მონაწილეებს, რეგისტრაციის დასრულების შემდეგ. რეგისტრაციისთვის გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი