პირველად საქართველოში-ადვოკატთა ასოციაციამ ინგლისური სამართლის ფორუმს უმასპინძლა

18 აპრილი 2024

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოების თანამშრომლობის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციამ ინგლისური სამართლის ფორუმს უმასპინძლა. ფორუმი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა. 

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მაიკლ კლეიტონმა, ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნიკ ემერსონმა, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა, ჯონათან ჯანოგლიმ და აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანარ ბაგიროვმა.

ფორუმის ფარგლებში მონაწილეებმა საერთაშორისო სამართალთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, როგორებიცაა: კომერციული სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, დავის ალტერნატიული გადაწყვეტა და სხვ. ასევე მიმოიხილეს დიდი ბრიტანეთის პრაქტიკა.

ინგლისური სამართლის ფორუმი საქართველოში პირველად ტარდება და იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს აერთიანებს დიდი ბრიტანეთიდან და საქართველოდან.

ინგლისური სამართლის ფორუმის მიზანია ფორუმმა მომავალში უფრო მასშტაბური სახე მიიღოს და შექმნას პლატფორმა, რომელიც დარგის ექსპერტების მონაწილეობით, მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე სადისკუსიოდ რეგიონის სხვა ქვეყნების ჩართულობასაც უზრუნველყოფს.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი