ოქტომბრის განმავლობაში ადვოკატები რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს უფასო სამართლებრივ კონსულტაციას გაუწევენ

16 სექტემბერი 2026

ადვოკატთა ასოციაციის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ოქტომბრის განმავლობაში, გორში, მარნეულში, ქუთაისსა და ამბროლაურში, ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღება შეეძლება.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი ადვოკატები, რეგიონული კომიტეტების წარმომადგენლები მოქალაქეებს სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე უსასყიდლო კონსულტაციას გაუწევენ, მათ შორის: სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი, სისხლის სამართალი, შრომითი და საოჯახო სამართალი, უძრავი ქონება და მემკვიდრეობა, ხელშეკრულებები და სხვა.

კონსულტაციის მიღება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

კონსულტაციები გაიმართება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) თანამშრომლობით, გაეროს ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში.

პრო ბონო პროექტში მონაწილეობის მსურველ ადვოკატებს გთხოვთ, 21 სექტემბრამდე დარეგისტრირდეთ ბმულზე

ინიციატივა ნოემბერსა და დეკემბერშიც გაგრძელდება, რაც რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს უფასო სამართლებრივიკონსულტაციით სარგებლობის დამატებით შესაძლებლობას მისცემს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი