8 ნოემბრის კონფერენციაზე რეგისტრაცია დაიწყო!

27 ოქტომბერი 2022

ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გაიმართება ადვოკატის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია. წლევანდელი კონფერენცია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმობა და მასში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები. კონფერენციაზე რეგისტრაცია და მონაწილეობა შეუძლიათ ასოციაციის მოქმედ წევრებს.

რადგან კონფერენციის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, თანასწორობის პრინციპის დაცვით, ღონისძიებაზე რეგისტრაცია ხორციელდება  პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე. რეგისტრაციისთვის გთხოვთ, იხილოთ და შეავსოთ ბმული: https://forms.gle/6R4c6y711NoH42VB8 

კონფერენციასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია და დეტალები ეცნობებათ რეგისტრირებულ მონაწილეებს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი