ნიდერლანდელმა ექსპერტებმა ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

30 სექტემბერი 2024

27-28 სექტემბერს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ნიდერლანდელმა ექსპერტებმა, ჰაინ კარსკენსიმ და იერონ მენკემ ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე დისციპლინური წარმოების ისეთი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა დისციპლინური პროცესი, დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები (სანქციები) და მათი ეფექტურობა, ასევე, ადვოკატის გამოხატვის თავისუფლებასთან და კონფიდენციალურობის სტანდარტთან დაკავშირებული გამოწვევები და ევროპული მიდგომები.

შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციამ ამერიკის იურისტთა ასოციაციის დახმარებითა და ორგანიზაცია „Lawyer for Lawyers" ჩართულობით ჩაატარა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი