ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების გახსნითი ღონისძიება გაიმართა საქართველოს პროკურატურაში.
ღონისძიებაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივმა მრჩეველმა ლენა ოუენსმა.
პროექტი ,,გახდი ნაფიცი მსაჯულის“ კამპანიის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება და მასში ათამდე უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.
პროექტის ფარგლებში სტუდენტები დეტალურად გაეცნობიან ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის არსსა და მუშაობის სტრუქტურას და მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესში. პრაქტიკოსი ადვოკატები სტუდენტებს იმიტირებული პროცესისთვის მოამზადებენ და იმ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს გაუზიარებენ, რაც გამამართლებელი ვერდიქტის მიღებაში დაეხმარებათ.
პროექტი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე მოქალაქეთა ინფორმირებასა და მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში მონაწილეობისთვის მათ მომზადებას შეუწყობს ხელს.
პროექტი საქართველოს მართლმსაჯულების ორგანოებისა და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ჩართულობით, INL-ის ბიუროს ხელშეწყობით ხორციელდება.
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით ,,გახდი ნაფიცი მსაჯულის“ კამპანიის ფარგლებში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა მონაწილეობით კიდევ არაერთი ღონისძიება გაიმართება.