USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ადვოკატთა ასოციაციაში ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის აქტუალურ საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგს მოწვეული ექსპერტი, ინვესტორთა საბჭოს სამართლის მრჩეველი, გიორგი ჯუღელი უძღვებოდა.
- სამდღიან სამუშაო შეხვედრაზე ისეთი თემები განიხილეს, როგორებიცაა:
- შეზღუდული პასუხისმგებლობა;
- შეზღუდული პასუხისმგებლობის რისკები და მისი შემცირების გზები - გამჭოლი პასუხისმგებლობა;
- საწარმოს კაპიტალი, კორპორაციის ქონებრივი სტრუქტურა;
- ფინანსური ანგარიშგება და საკორპორაციო სამართალი;
- კორპორაციის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა და სხვა აქტუალური საკითხები.
ტრენინგში ადვოკატთა ასოციაციის წევრები წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე მონაწილეობდნენ.