ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის მეწარმეთა შესახებ კანონთან დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ორდღიანი ტრენინგი აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით შედგა.
შეხვედრას ექსპერტი, გიორგი ჯუღელი უძღვებოდა.
შეხვედრაზე მეწარმეთა შესახებ კანონთან დაკავშირებული ისეთი თემები განიხილეს როგორებიცაა:
• შეზღუდული პასუხისმგებლობის შინაარსი სამეწარმეო სამართალში;
• კორპორაციის (სამეწარმეო საზოგადოების) ფინანსური სტრუქტურა;
• კორპორაციის (სამეწარმეო საზოგადოების) მიერ წილზე საკუთრების უფლების შეძენა;
• კორპორაციის (სამეწარმეო საზოგადოების) ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა;
• პარტნიორის გარიცხვა და გასვლა შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოებიდან;
• პარტნიორების უფლებები და პასუხისმგებლობები;
• კორპორაციის (სამეწარმეო საზოგადოების) ნებაყოფლობითი და სასამართლო დაშლა;
ადვოკატთა ასოციაციისა და აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) თანამშრომლობის ფარგლებში სამომავლოდ არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.