მენტორი ადვოკატების ტრენინგი

7 მაისი 2022

6-7 მაისს, ადაპტაციის პროგრამის სტაჟირების ხელმძღვანელი (მენტორი) ადვოკატებისთვის სიღრმისეული ტრენინგი ჩატარდა თემაზე  - შედეგზე ორიენტირებული მენტორობის უნარ-ჩვევები.

მენტორობის როლი და მნიშვნელობა, მენტორული უნარები და სწავლების თავისებურებები, ეთიკა, გამოცდილების გაზიარება - სესიები თეორიულ ნაწილთან ერთად პრაქტიკულ სამუშაოებსაც მოიცავდა. 

ორდღიანი ტრენინგი მენტორი ადვოკატებისთვის ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა და მასში 30-მდე მენტორი მონაწილეობდა.

აღნიშნული ტრენინგების ჩატარება გაგრძელდება და ის მიზნად ისახავს, სტაჟირების პროცესის შემდგომ დახვეწასა და ხარისხის ზრდას. 
ტრენინგს რუსო კვაჭანტირაძე და სერგი ჯორბენაძე უძღვებოდნენ.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი