USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench Bar) მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მრგვალი მაგიდის ფორმატში ადვოკატებმა და მოსამართლეებმა უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხებზე იმსჯელეს და ისეთი თემები განიხილეს, როგორებიცაა ერთგვაროვანი პრაქტიკა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დროს და სარჩელის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები.
სამუშაო შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდოარემ, დავით ასათიანმა, უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ, თამარ ოქროპირიძემ და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხეიძემ გახსნეს.
მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) მიზანია ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორიის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულებისა და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას საქართველოში.