06 მაისს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ინგლისური სამართლის ფორუმს უმასპინძლებს. ფორუმი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოების თანამშრომლობის ფარგლებში იმართება.
წლევანდელი ფორუმის მთავარი თემები იქნება:
- სამართლის უზენაესობა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა;
- სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება/აქტივების მოძიება;
- საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტები/ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის არბიტრაჟი;
- იურისდიქციის/განსჯადობის აქტუალური საკითხები.
ინგლისური სამართლის ფორუმი საქართველოში მეორედ ტარდება და მიზნად ისახავს ინგლისური სამართლისა და სასამართლო პრაქტიკის პოპულარიზაციას, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ბიზნეს სამართალი, დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ მექანიზმები და სამართლის უზენაესობა. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანელი ბარისტერები და სოლისიტორები.
ფორუმში მონაწილეობა დადასტურდება პირველადი რეგისტრაციის პრინციპის საფუძველზე.
მონაწილეთა რეგისტრაცია 01 მაისს, 14:00 დან დაიწყება.
სამუშაო ენა ინგლისური/უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი.