ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატ გიორგი ბარდაველიძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩატარდა.
გიორგი დაბრდაველიძე აცხადებს, რომ ორი დაცვის ქვეშ მყოფიდან ერთ-ერთმა სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ მისთვის დანის ჩარტყმა ყელისა და ზურგის არეში სცადა, თუმცა წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ მას დანა სახის არეში მოხვდა.
ადვოკატი განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კონკრეტული საპროცესო მოქმედების განხორციელებასთან დაკავშირებით ედავებოდა და ადვოკატსა და კლიენტს შორის შელაპარაკება სწორედ ამ საკითხს მოყვა.
ამ დროისთვის აღნიშნული პიროვნება დაკავებულია და წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ასოციაცია სოლიდარობას უცხადებს ადვოკატ გიორგი ბარდაველიძეს.