ირაკლი ყანდაშვილმა იტალიელ და ქართველ კოლეგებს პროფესორ ანდრეა ბორრონის და პროფესორ გოგა კიკილაშვილს უმასპინძლა

5 მაისი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა იტალიელ და ქართველ კოლეგებს პროფესორ ანდრეა ბორრონის და პროფესორ გოგა კიკილაშვილს უმასპინძლა.
შეხვედრაზე იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ერთობლივი ღონისძიებების შესაძლო მიმართულებებზე.  

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო 2025 წელს ირაკლი ყანდაშვილის, ანდრეა ბორრონისა და გოგა კიკილაშვილის მიერ ერთობლივი კვლევითი პროექტის ფარგლებში გამოცემულ პრაქტიკულ სახელმძღვანელოს - „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები“. 

სახელმძღვანელოს ეგზემპლარები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გადაეცა და მომავალში ხელმისაწვდომი იქნება ასოციაციის დაინტერესებული წევრებისთვის.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი