საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გამართა თემაზე: „როგორ გავხდე ადვოკატი?“.
შეხვედრას უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელიმა და ვიცე-რექტორმა, კახი ყურაშვილმა.
ირაკლი ყანდაშვილი სტუდენტებს ესაუბრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ადვოკატის პროფესიის მნიშვნელობაზე, ასევე იმ როლზე, რომელსაც ადვოკატები სამართლიანი, დამოუკიდებელი და ხარისხიანი მართლმსაჯულების სისტემის განვითარებაში ასრულებენ.
ლექციის ფარგლებში სტუდენტებმა განიხილეს ადვოკატის პროფესიული საქმიანობის თავისებურებები, პროფესიული ეთიკის სტანდარტები, კარიერული განვითარების შესაძლებლობები და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებისთვის აუცილებელი ეტაპები.




