ფრაგმენტი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ინტერვიუდან:
"ყველაზე საინტერესო 100 დღე იყო ჩემს ცხოვრებაში, რადგან ჩვენი პროფესია გარდა იმისა, რომ უდიდეს როლს თამაშობს ხარისხიანი მართლმსაჯულების ჩამოყალიბებაში, ბევრი ისეთი მიმართულებებია უშუალოდ პროფესიის შიგნით, რაც ერთი შეხედვით გარედან ნამდვილად არ ჩანს, ხოლო თუ გამოჩნდა, რიგით მოქალაქეს ეს არც აინტერესებს და არც მიაქცევს ღირს ყურადღებას, თუმცა ჩვენთვის პროფესიისთვის ამ მიმართულებების სწორი რეგულირება ღირებული საკითხია და მათ შორის მნიშვნელოვანი, რათა პროფესია იყოს ყოველთვის განვითარების გზაზე და მის ეფექტურობას არ შეექმნას გამოწვევები, შესაბამისად, მინდა უპირველესად აღვნიშნო, რომ ეს არის დამოუკიდებელი, თვითრეგულირებადი პროფესია და მისი განმტკიცების მიმართულებით თითოეულმა ადვოკატმა ყოველდღიურად უნდა იმუშაოს და ეს მხოლოდ თავმჯდომარის ვალდებულებას არ წარმოადგენს, ამ ასი დღის მანძილზე არაერთი ფორმატი იყო გამოყენებული, ეს იქნებოდა ქვეყნის პრემიერ მინისტრთან შეხვედრა, საპარლამენტო კომიტეტბის წინაშე გამოსვლა თუ მაღალი საერთაშორისო რანგის დიპლომატების წინაშე ფიქსირება იმ კონსტიტუციური სტანდარტის, რაც დიდი მონაპოვარია ჩვენი პროფესიისთვის, რომ ეს არის დამოუკიდებელი და თვითრეგულირებადი პროფესია.
მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი, რაც უნდა აღვნიშნო, რომ პროფესია მუდამ იდგა, დგას და განუხრელად იდგება თითოეული ადვოკატის პროფესიული უფლებების სადარაჯოზე და არამხოლოდ, შესაბამისად, ფაქტია, ამ პირველი ასი დღის მანძილზე იყო 25-მდე კოლეგის შემთხვევა, როდესაც ასოციაციას მოგვიწია მათი ამა თუ იმ სახით უფლებების სადარაჯოზე დადგომა და პროფესიის ხმა ხმამაღლა და მორიდების გარეშე ისმოდა და ასე გაგრძელდება მომავალშიც, რა თქმა უნდა ახლა გვარებით არ ვისაუბრებ, თუმცა თითქმის ყველა შემთხვევა საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებშიც არის ფიქსირებული, და სადაც იყო საჭიროება მათ შორის გამოძიებაც იქნა დაწყებული ჩვენი აქტიური ჩართულობით, თუმცა მინდა აღვნიშნო, და მათ შორის თქვენი მედია საშუალება გამოვიყენო იმისთვის, რათა შევეხო ისეთი სახის პრობლემას, რაც რიგ შემთხვევაში ისევ აქტუალურია საქართველოში, როდესაც ესა თუ ის მხარე პროცესის თავისი პირადი ინტერესები, რაც მეორე მხარის მიმართ გააჩნია, გადააქვს და ან ავიწროებს ან აბულინგებს მეორე მხარის ადვოკატს, ფაქტობრივ აიგივებს ადვოკატს მის მარწმუნებელთან, რასაც ჩვენ არასდროს დავუშვებთ და მათ შორის არათუ კონკრეტულ შემთხვევებზე გვექნება სწრაფი და ოპერატიული რეაგირება, არამედ მათ შორის დავიწყეთ კამპანია რომ საზოგადოებას ამ მიმართლებით დავეხმაროთ და ცნობიერი ამ საკითხზე გაიზარდოს.
არაერთ საკითხზე შემიძლია შეჩერება, თუმცა ალბათ ამ ყველაფერს ფურცლები არ ეყოფაა, ამიტომ ალბათ კითხვებით ამოვწურავთ, თუმცა კიდევ ერთი მიმართლება მინდა ხაზგასმით წამოვწიო, ეს არის ჩვენი პროფესიის საზოგადოების მიმართ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და მეორე მხრივ, დიდი შიგნით კოლეგიური მხარდაჭერის ტრადიცია, კერძოდ, ამ ასი დღის მანძილზე ჩვენ დავაფუძნეთ ტრადიცია და ეს გაგრძელდება სამომავლოდ, კერძოდ, ორჯერ დავეხმარეთ ბავშვთა და ხანდაზმულთა სახლს, ასევე დავაფუძნეთ პრო ბონო ფორუმი, რომელიც სრული ერთი დღის მანძილზე მიმდინარეობდა და 100-ზე მეტი ადვოკატი უფასო კონსულტაციებს უწევდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ვისაც იურიდიული რჩევა სჭირდება და ამასთანავე, სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ ასოციაციის შიგნით არის სპეციალური სოციალური ფონდი შექმნილი, რომლის გავლით პროფესია ეხმარება კორპორაციის შიგნით მსგავსი სამედიცინო საჭიროებების მქონე ადვოკატებს, ისევე როგორც გარდაცვლილი კოლეგების ოჯახებს და ამ ასი დღის მანძილზე ჩვენი მწირე რესურსით 10-მდე კონკრეტულ ადვოკატს, რომელთაც დასჭირდათ ფინანსური დახმარება ჩვენ დავეხმარეთ, ასევე 3 გავუწიეთ რეკომენდირება დამატებით ფინანსურ დახმარებაზე შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების წინაშე და აქვე ვისარებლებ შემთხვევით და ყველა ადვოკატს მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო.
რაც შეეხება შეხვედრას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან და ქვეყნის გენერალურ პროკურორთან, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ – პროფესია ადვოკატი სასამართლოსთან და სახელმწიფო ბრალდებასთან ერთად წარმოვადგენთ მართლმსაჯულების სრულფასოვან რგოლებს და აქედან გამომდინარე სამივე ინსტუტუციის ინტერესებში უნდა შედიოდეს კოორდინაცია და კომუნიკაცია, ამასთანავე, ჩვენ სამი რგოლი აქტიურად ვთანამშრომლობთ ე.წ. ბენჩ-ბარის ფორმატში, როდესაც დროდან დრომდე მოსამართლეები ადვოკატები და პროკურორები ვიკრიბებით და წინასწარ შეთანხმებულ აქტუალურ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით ვანზოგადებთ პრაქტიკას და ვთანხმდებით კონკრეტულ მიდგომებზე, თუ ერთმანეთს ვუზიარებთ აზრს და ვუნმარტავთ რა როგორ არის ან სჯობს რომ იყოს რეგულირებული, სხვათა შორის მსგავსი ფორმატი რამდენიმე წელი იყო პასიურ რეჟიმში გადასული, რაც გამოვაცოცხლეთ და უკვე დაგეგმარების პროცესში ვართ მომდევნო მსგავსი ბენჩ-ბარის ჩატარების ისევე როგორც დაიგეგმება კიდევ ერთი უახლოეს მომავალში, რაც პრაქტიკოსი ადვოკატებისთვის ძალიან პრაქტიკული პლატფორმაა.
რაც შეეხება შეხვედრას ქვეყნის იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრებთან და ვიზიტს მიგრაციის დეპარტამენტში, და პენიტენციურ დაწესებულებებში თბილისში და აჭარაში/ქუთაისში, უნდა აღინიშნოს, რომ ადვოკატებს ყოველდღიურად აქვთ საჭიროება შევიდნენ წინასწარი მოთავსების იზოლატორებსა და ციხეში, რა დროსაც არის არაერთი გამოწვევა, რა საკითხებზე და გამოწვევების რეგულირებაზე ერთი, რომ უშუალოდ მინისტრთან ვისაუბრე და დავიგეგმეთ კონკრეტული გადაწყვეტის გზები და მეორე მხრივ, უშუალოდ ადგილზე მოვინახულე და ჩემი თვალით ვნახე რა გამოწვევები არის და ადვოკატებთან ერთად გავატარე დრო თითოეულ დაწესებულებაში, სადაც მათ შორის ვაკვირდებოდი ჩემი კოლეგების საქმიანობის ეფექტურად უზრუნველყოფას და განხორციელებას."
იხ. ინტერვიუ სრულად.




