ირაკლი ყანდაშვილი ამერიკელ არკანზასის მეექვსე სასამართლო ოლქის სახალხო დამცველის ოფისის ადვოკატს, შერილ ბარნარდს შეხვდა

12 ოქტომბერი 2026

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი არკანზასის მეექვსე სასამართლო ოლქის სახალხო დამცველის ოფისის მკვლელობის საქმეების ზედამხედველ ადვოკატს, შერილ ბარნარდს შეხვდა.

შეხვედრაზე ირაკლი ყანდაშვილმა ინფორმაცია მიიღო ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიმართულებით ამერიკული გამოცდილებისა და პრაქტიკის შესახებ. მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები ქართველი ადვოკატებისთვის განგრძობადი იურიდიული განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

შეხვედრა ორდღიანი ტრენინგის ფარგლებში გაიმართა.

შერილ ბარნარდმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროფესიული გაცვლითი პროგრამებისა და American Councils for International Education-ის მხარდაჭერით, განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში, ქართველი ადვოკატებისთვის ორდღიანი ჩაატარა თემაზე „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო“.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
•    დაცვის სტრატეგიისა და საქმის თეორიის შემუშავება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში;
•    ნაფიცი მსაჯულების შერჩევის სტრატეგია და დაკითხვის ტექნიკა;
•    დაცვის შესავალი და დასკვნითი სიტყვების მომზადება და წარდგენა;
•    მოწმეების პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის მეთოდები;
•    ნაფიც მსაჯულთა შერჩევისა და სასამართლო პროცესის ამერიკული და ქართული პრაქტიკის შედარება.

ტრენინგის მიზანია ქართველი ადვოკატებისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიმართულებით ამერიკული გამოცდილების გაზიარება, დაცვის მხარის ეფექტიანი სტრატეგიების გაცნობა და სასამართლო პროცესის სხვადასხვა ეტაპზე ადვოკატთა პროფესიული უნარების განვითარება.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი