ინტერესთა გამოხატვის წინადადება

15 დეკემბერი 2023

ადვოკატთა ნებაყოფლობითი დარგობრივი სპეციალიზაციის დებულების (შემდგომში - დებულება) მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ინტერესთა გამოხატვის პროცესს აცხადებს.

ინტერესთა გამოხატვის პროცესის მიზანია, დებულების მოთხოვნათა შესაბამისად, კვალიფიციური ორგანიზაციის/ინსტიტუტის გამოვლენა და მისთვის ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭება სამართლის შემდეგ დარგებში სპეციალიზირებული კურსების განხორციელებისთვის:

  1. უძრავი ქონების სამართალი;
  2. შრომის სამართალი;
  3. საბანკო და კაპიტალიზაციის ბაზრის სამართალი;
  4. სამეწარმეო სამართალი;
  5. სამედიცინო სამართალი;
  6. საგადასახადო სამართალი;
  7. სამშენებლო და საარქიტექტორო სამართალი;
  8. ეკონომიკურ დანაშაულთა სამართალი. 

ინტერესთა გამოხატვის პროცესის საფუძველზე შერჩეულ ორგანიზაციას/ინსტიტუტს, აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭება ინსტიტუციური აკრედიტაცია და დებულების შესაბამისად, ასოციაციასა და აკრედიტირებულ ორგანიზაციას/ინსტიტუტს შორის გაფორმდება 5 წლიანი ხელშეკრულება.

აკრედიტირებული ორგანიზაცია/ინსტიტუტი ვალდებული იქნება ზემოაღნიშნულ სამართლის დარგებში ასოციაციის წევრებისთვის განახორციელოს სპეციალიზირებული კურსები, ადვოკატთა დარგობრივი სპეციალიზაციის დებულებით დადგენილი წესებისა და ასოციაციასა და აღნიშნულ ორგანიზაციას/ინსტიტურს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. 

ინსტიტუციური აკრედიტაციისა და სპეციალიზირებული კურსების განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების მიზნით, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაეცნოთ - დებულებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  1. ორგანიზაციის/ინსტიტუტის ძირითად საქმიანობას უნდა წარმოადგენდეს სამართლის სფეროში აკადემიური სწავლებისა და პროფესიული ტრენინგების ჩატარება;
  2. ორგანიზაცია/ინსტიტუტი უნდა სარგებლობდეს ნდობითა და რეპუტაციით;
  3. ორგანიზაციას/ინსტიტუტს უნდა ჰყავდეს მაღალი კვალიფიკაციისა და რეპუტაციის აკადემიური პერსონალი;
  4. შენიშვნა: იქედან გამომდინარე, რომ ადვოკატთა დარგობრივი სპეციალიზაციის ქართული სისტემა ეფუძნება ადვოკატთა ვიწრო სპეციალიზაციის გერმანულ მოდელს (Fachanwalt), აღნიშნული სისტემის ასოციაციაში წარმატებით დანერგვის მიზნით, განაცხადების შეფასებისას ყურადღება მიექცევა შესაბამისი გამოცდილების მქონე იმ ორგანიზაციას/ინსტიტუტს, რომელსაც აქვს მჭიდრო თანამშრომლობა იმ ქვეყნის/ქვეყნების მსგავსი პროფილის ორგანიზაციებთან, სადაც ფუნქციონირებს ზემოაღნიშნული ვიწრო სპეციალიზაციის სისტემა.

წარმოსადგენი დოკუმენტები და ინფორმაცია:

  1. ორგანიზაციის/ინსტიტუტის სადამფუძნებლო დოკუმენტები;
  2. კვალიფიკაციის წერილობითი მიმოხილვა (არაუმეტეს 500 სიტყვისა). გთხოვთ, ყურადღება გაამახვილეთ იმ გარემოებებზე, რაც გამოარჩევს თქვენს ორგანიზაციას ამ კონკურსით გათვალისწინებული მიზნებისთვის;
  3. ზემოაღნიშულ თითოეულ დარგში ადვოკატთა სპეციალიზირებული კურსის შინაარსისა და სტრუქტურის თაობაზე ხედვა/მონახაზი. არაუმეტეს 300 სიტყვისა თითოეულ დარგზე;
  4. ორგანიზაციის/ინსტიტუტის ხელმძღვანელის/ების ბიოგრაფია;
  5. თითოეულ დარგზე შემოთავაზებული აკადემიური პერსონალის ბიოგრაფიები;
  6. აკრედიტაციის მიღებასთან დაკავშირებული ერთჯერადი ფიქსირებული გადასახდელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დებულება, მუხლი 8.5). 

ასოციაციის საბანკო რეკვიზიტები:

მიმღები: სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია (საიდენტიფიკაციო კოდი: 202 255 692) 
მიმღები ბანკი: სს "ბაზისბანკი"
ანგარიშის N: GE59BS0000000000134028
ბანკის კოდი: CBASGE22

დანიშნულება: დარგობრივი სპეციალიზაციის ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასური

გთხოვთ, წინამდებარე დოკუმენტები გამოაგზავნოთ ასოციაციის სასწავლო ცენტრში შემდეგ ელ-ფოსტაზე არაუგვიანეს 2023 წლის 25 დეკემბრისა: s.tkeshelashvili@gba.ge 

აუცილებელია ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ - ადვოკატთა დარგობრივი სპეციალიზაცია.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი