თემაზე - ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა ტრენინგი ჩატარდა

21 მარტი 2023

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ადვოკატთა ასოციაციის ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე -  „ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა“. 
ტრენინგს მოწვეული ექსპერტი მაია ბაქრაძე უძღვებოდა. 

  • შეხვედრის ფარგლებში ისეთი თემები განიხილეს, როგორებიცაა: 
  • სქესის ნიშნით დისკრიმინაციის გამომწვევი მიზეზები,
  • ქალთა უფლებების შესახებ ეროვნული კანონმდებლობა და არსებული პრაქტიკა,
  • საერთაშორისო რეკომენდაციები და სასამართლო პრაქტიკა. 

ასევე, ტრენინგის ფარგლებში იმსჯელეს ასოციაციის ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის კომიტეტის როლზე ქალთა უფლებების გაძლიერების მიმართულებით.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი