ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე: ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მნიშვნელოვანი ასპექტები.
სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა ისეთი საკითხები განიხილეს როგორებიცაა:
- ნაფიც მსაჯულთა შერჩევის არსი, სწორი სტრატეგიის განსაზღვრა;
- ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული შერჩევის სხდომის გამართვა მსმენელების მონაწილეობით;
- ესავალი სიტყვის მნიშვნელობა, შედგენის წესი და სტრუქტურის განსაზღვრა;
- პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ჩატარების წესი ნაფიც მსაჯულთა თანდასწრებით;
- მტკიცებულებათა გამოკვლევა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით;
- დასკვნითი სიტყვის მნიშვნელობა, შედგენის წესი და სტრუქტურის განსაზღვრა;
შეხვედრას ტრენერი - ლევან მახარაშვილი უძღვებოდა.