თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა კავკასიის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე: „როგორ გავხდე ადვოკატი?“

9 ივნისი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა კავკასიის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე: „როგორ გავხდე ადვოკატი?“.

ლექციას უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, კახა შენგელია და უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი სოფიო შენგელია.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ სტუდენტებთან ისაუბრა ადვოკატთა ასოციაციისა და თითოეული ადვოკატის მნიშვნელოვან როლზე ქვეყანაში სანდო და ხარისხიანი მართლმსაჯულების სისტემის განვითარების პროცესში.

შეხვედრის ფარგლებში მან სტუდენტებს დეტალურად გააცნო ადვოკატის პროფესიის სპეციფიკა, პროფესიული ეთიკის მნიშვნელობა, პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და ის ეტაპები, რომელთა გავლაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გასაწევრიანებლად არის აუცილებელი.

ლექციები სხვადასხვა უნივერსიტეტში ადვოკატთა ასოციაციის კამპანიის „როგორ გავხდე ადვოკატი?“ - ფარგლებში ტარდება.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი