საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ელექტრონული მართლმსაჯულების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მსჯელობა შეეხო დისტანციური სამართალწარმოების პრობლემებს და არსებული გამოწვევების რეგულირების გზებს. დისკუსია ასევე წარიმართა ბენჩ - ბარის ფორმატის ინსტიტუციონალიზაციის საკითხებზე და მოსამართლეთა, ადვოკატთა და პროკურორთა მუდმივმოქმედი საკონსულტაციო ჯგუფის მნიშვნელობაზე.
სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი და მასში მონაწილეობდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, აღმასრულებელი საბჭოს წევრები, ასოციაციის სისხლისა და მართლმსაჯულების კომიტეტის წარმომადგენლები.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აღნიშნულ საკითხზე მუშაობას მომავალშიც აქტიურად განაგრძნობს.