რეგიონული შეხვედრების ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, კონსტანტინე გელაშვილმა იმერეთის, სამცხე ჯავახეთსა და შიდა ქართლის ადვოკატებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ადვოკატებთან შეხვედრისას ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ კომისიის პრაქტიკისა და რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა. ადვოკატებმა პროფესიული ეთიკის პრინციპები დისკუსიის რეჟიმში განიხილეს.
შეხვედრის მონაწილეებს პროფესიული ეთიკის შესახებ კომისიის მიერ გამოცემული პროფესიული ლიტერატურა გადაეცათ.