18 აპრილს რეგიონული შეხვედრების ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, კონსტანტინე გელაშვილმა თელავში სამუშაო შეხვედრა გამართა.
ადვოკატებთან შეხვედრისას ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ კომისიის პრაქტიკისა და რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა.
შეხვედრის მონაწილეებს პროფესიული ეთიკის შესახებ კომისიის მიერ გამოცემული პროფესიული ლიტერატურა გადაეცათ.