ეთიკის კომისიის და აპარატის იურისტებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე: პროცესის მართვის ტექნიკას და გადაწყვეტილების დასაბუთება

26 თებერვალი 2024

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებითა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ეთიკის კომისიის წევრებისა და აპარატის იურისტებისთვის სამუშაო შეხვედრა ჩატარდა თემაზე: პროცესის მართვის ტექნიკა და გადაწყვეტილების დასაბუთება.  

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ - კონსტანტინე გელაშვილმა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა -  გიორგი ჩხეიძემ.

შეხვედრაზე ისეთი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა ნეიტრალური არბიტრის მნიშვნელობა, მხარეებთან კომუნიკაცია, საქმის გადაწყვეტის უფლებამოსილების მასშტაბი, პროცესის მართვის ტექნიკები და გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტები. 

ტრენინგს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ქეთევან მესხიშვილი უძღვებოდა.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი