მოგეხსენებათ, რომ ადვოკატთა ასოციაციის ოფისები კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, 12 მარტიდან მუშაობის დისტანციურ რეჟიმში ფუნქციონირებდა.
გაცნობებთ, რომ მ/წ 1-ლი ივნისიდან, ასოციაციის თბილისის ოფისი მუშაობის სტანდარტულ რეჟიმს უბრუნდება. ამასთან, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, იმოქმედებს შემდეგი წესები:
- ოფისის სამუშაო საათები იქნება 11:00-დან 18:00 საათამდე;
- პირს, რომელსაც ესაჭიროება ასოციაციის ოფისში ვიზიტი, მომსვლელთა დიდი კონცენტრაციის თავიდან ასაცილებლად, ვიზიტის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს ასოციაციის ადმინისტრაციას, შემდეგი სატელეფონო ნომრებზე:
- საწევრო საკითხები (ცნობა, მოწმობა, განცხადება, საწევრო გადასახადი ა.შ.) – (032)-298-78-78 (შიდა N 2)
- თავმჯდომარის სამდივნო - (032)-298-78-78 (შიდა N 3)
- ეთიკის კომისია - (032)-298-78-78 (შიდა N 4)
- სასწავლო ცენტრი - (032)-298-78-78 (შიდა N 5)
- კომიტეტები - (032)-298-78-78 (შიდა N 6)
- სხვა საკითხები - (032)-298-78-78 (შიდა N 6)
- ოფისში გამოცხადებისას, გთხოვთ, თან იქონიოთ პირბადე, დაიცვათ ოფისში განთავსებული უსაფრთხოების რეკომენდაციები და გაითვალისწინოთ ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მითითებები.
გისურვებთ ჯანმრთელობას!