ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ ალი ქაან ორბაის შეხვდა. დავით ასათიანს ელჩმა თურქეთის საელჩოში უმასპიძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა თურქეთისა და საქართველოს იურიდიულ პროფესიებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების გზებსა და მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო თურქეთის მოქალაქეებისა და ბიზნეს-კომპანიების სათანადო სამართლებლივი დახმარების საკითხებს და ამ პროცესში ქართველი ადვოკატების ჩართულობის მნიშვნელობას.
შეხვედრის ბოლოს დავით ასათიანმა თურქეთის ელჩი ადვოკატთა ასოციაციის ახალ შენობაში მიიწვია.