დავით ასათიანმა CCBE-ს მთავარი კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

28 თებერვალი 2019

27 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ - დავით ასათიანმა მონაწილეობა მიიღო „ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოებათა საბჭოს“ (CCBE) მთავარი კომიტეტის (PECO) სამუშაო შეხვედრაში.

დავით ასათიანმა კომიტეტის წევრებს გააცნო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ბოლო დროს განხორციელებული რეფორმები და ისაუბრა იურიდიული პროფესიის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. 
კომიტეტის შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა საქართველოში სასამართლო სისტემის ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, აღნიშნულთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების რეზოლუცია და ის აგრესიული და მუქარის შემცველი განცხადებები, რომლებიც ხსენებული რეზოლუციის მიღებას მოჰყვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი წევრის მხრიდან. 

კომიტეტმა ერთხმად აღნიშნა რომ, ერთიან, დამოუკიდებელ და ძლიერ ადვოკატთა ასოციაციას აქვს მნიშვნელოვანი როლი სამართლის უზენაესობის დამკვიდრებისა და ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში და ნებისმიერი შეტევა დამოუკიდებელი იურიდიული პროფესიის წინააღმდეგ შეუთავსებელია დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებთან.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი