დავით ასათიანმა ქართულ - სომხურ სამართლებრივ ფორუმზე ხელოვნური ინტელექტის როლზე ისაუბრა

18 ნოემბერი 2025

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი მე-6 ქართულ - სომხურ სამართლებრივ ფორუმში მონაწილეობდა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრომ უმასპინძლა.  დავით ასათიანი ფორუმზე მოხსენებით წარსდგა და სამართლებრივ სფეროში ხელოვნური ინტელექტის როლსა და ამ მიმართულებით ადვოკატთა ასოციაციის გამოცდილებაზე ისაუბრა, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან პროექტს მოიცავს, მათ შორისაა, საგამოცდო პორტალი, ადვოკატის პორტალი, ეთიკის კომისიის ელექტრონული სისტემა, პენიტენციური ჯავშნების პორტალი და ადაპტაციის კურსის ელექტრონული სერვისები.

სესიაზე, ასევე, მოხსენებით წარსდგნენ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და სომხეთის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე სიმონ ბაბაიანი.  

დავით ასათიანმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, იურიდიული პროფესია არ დარჩეს მხოლოდ ტექნოლოგიის მომხმარებლად და ადვოკატები ჩართულნი იყვნენ, როგორც ტრანსფორმაციის თანაავტორები, კრიტიკული პარტნიორები და ეთიკური დამბალანსებლები.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხედვა ნათელია - ჩვენ ვქმნით პროფესიულ ეკოსისტემას, სადაც ეთიკა და ტექნოლოგია პარალელურად ვითარდება; სადაც ადვოკატები მზად არიან არა მხოლოდ კანონმდებლობის ინტერპრეტირებისთვის, არამედ მათი მანქანურად დამუშავებადი ვერისების შექმნისთვის, სადაც პროფესიული კომპეტენცია გულისხმობს არა მხოლოდ სამართლებრივ, არამედ ციფრულ ცნობიერებასაც. - განაცხადა დავით ასათიანმა. 

დავით ასათიანის მოხსენება ვრცლად იხილეთ ბმულზე.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი